“საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ  ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული”- შარლ მიშელი

“საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის „გადამწყვეტ მომენტში“ ხვდება, ამასთან, მიშელის თქმით, საქართველოს რეფორმების გაღრმავება სჭირდება.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები. როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს თავისი რეფორმების ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში გაღრმავება სჭირდება. რეფორმები, კანონის უზენაესობა, და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ გზის ბირთვში არიან.

საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული,” – წერს შარლ მიშელი.

სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ხვდება

მსგავსი თემები