ისრაელმა გაეროს გენმდივანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ისრაელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გაეროს გენმდივანს ისრაელში შესვლაც აეკრძალა. როგორც სააგენტო იუწყება, ისრაელის საგარეო უწყებამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუტერეშმა ვერ შეძლო „ერთმნიშვნელოვნად დაეგმო“ ირანის მასირებული შეტევა ისრაელზე.

,,ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე. ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიო გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე”, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები