ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთა – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმით წითელი ხაზი გადაკვეთა”, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

„აიათოლას რეჟიმმა წითელი ხაზი გადაკვეთა, და ისრაელის სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებზე ირანის ბრუტალური თავდასხმის შემდეგ ჩუმად არ იჯდება“, – დაწერა კაცმა.

მან მოუწოდა მთელ მსოფლიოს დაუდგეს გვერდში ისრაელს და შეაჩეროს ირანის ბოროტების ღერძი, სანამ გვიან არ არის.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ბრძანება გაეცა რეგიონში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ისრაელის დასაცავად.

მსგავსი თემები