40-ზე მეტი დაღუპული და ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგული

აღმოსავლეთ აფრიკაში, ჯიბუტის რესპუბლიკის სანაპიროსთან, მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და ათობით მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიგრანტების ნავები იემენიდან გამოვიდნენ, ორივე ნავის ბორტზე, ჯამში, 310 ადამიანი იმყოფებოდა.

ჯიბუტის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის 61 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მსგავსი თემები