გლდანისა და მუხიანის გადაკვეთაზე შადრევანი მოეწყოს – იდეა თბილისის მერს

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, გლდანისა და მუხიანის გადაკვეთაზე, მეტროსადგურ “ახმეტელის” მიმდებარედ, ა.გობრონიძის მოედანზე არის 2 500 კვადრატული მეტრის ნახევრად გამწვანებული არეალი, რომელსაც ქვეითები ქუჩის გადაკვეთისას აქიტიურად იყენებენ. ის ერთგვარად უსაფრთხოების კულძულის ფუნქციასაც ასრულებს გზის ამ ნაწილში.

პროექტის – “შენი იდეა თბილისის” მერს, ფარგლებში, მოქალაქე შოთა გობრონიძე, დედაქალაქის მერიას  გობრონიძის მოედანზე, სკვერის მოწყობის საინტერესო პროექტს სთავაზობს. ამისთვის საჭიროა აღნიშნული არეალი სკვერად გამოცხადდეს, რის შემდეგაც მის შუაგულში განთავსდება შადრევანი, ტერიტორია გამწვანდება და დაიდგმება მოსასვენებელი სკამები.

​როგორც იდეის ავტორი აცხადებს, გლდანში ცოტაა მოსასვენებელი სარეკრეაციო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოედანი საავტომობილო გზების ალყაშია მოქცეული და ზებრა გადასასვლელებიც წაშლილია, ავტომობილების მოძრაობა აქ ბუნებრივად შენელებულია და თავისუფლად არის შესაძლებელი მოედანზე ფეხით მოხვედრა.  ოფისებისა და სავაჭრო ობიექტების გარდა, ამ არეალის ირგვლივ არის სამარშუტო ტაქსების გაჩერებები და ძალიან დიდი ოდენობის ხალხი იცდის ფეხზე მუდმივად.

“ტერიტორიის გამწვანება და იქ სკამების განთავსება ყოველდღიურად 100 000 ადამიანის განწყობას აამაღლებს, შთანთქავს კონცეტრირებულ მტვერსა და ნახშირბადს, მოსასვენებელ ადგილს მიცემს თანამშრომლებს ახლო ოფისებიდან, სარეკრეაციო არეალს შექმნის მოსახლეობისთვის, რომლებიც საღამოს საათებში შეძლებენ სკვერში დასვენებას”, – აცხადებს იდეის ავტორი შოთა გობრონიძე.

ვისაც აღნიშნული იდეა მოეწონა, შეუძლია საკუთარი მხარდაჭერა ლინკზე გადასვლითა და ხმის მიცემით დააფიქსირონ, სხვა შემთხვევა მერია პროექტს არ განიხილავს.

ტერიტორია ამჟამად:

 

 

პროექტი:

 

 

 

 

მსგავსი თემები