ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმა კვლავ მიმდინარეობს და უწყება მოსახლეობას დაცულ ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რის შესახებაც ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.