ილია თოფურიას მოგონებები  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ესპანურ მედიაში (video)

UCF- ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია 2008 წლის ომის შესახებ ერთ-ერთ ესპანურ სატელევიზიო გადაცემაში საუბრობს. მისი თქმით, ომის შესახებ მოგონებები ძალიან მძიმეა.

„მოგონებები ძალიან მძიმეა. ყველგან საითაც გაიხედებოდი გვამები იყო, ზოგს მამა მოუკლეს, ზოგს ბიძა, ზოგს ბიძაშვილი. ყველგან უბედურება ტრიალებდა. არ იყო არც საკვები, არც  წყალი. გვეძინა სარდაფში. ვერ ვრთავდით შუქს, რათა მათ ბომბი არ ჩამოეგდოთ. ახლა ამის მოყოლა მარტივია, მაგრამ როდესაც ამას განიცდი, როდესაც ფანჯარაში იხედები და ხედავ როგორ მოძრაობენ ქუჩაში ტანკები, ეს ძალიან საშიშია ეს არის ნამდვილი შიში. სწორედ  ამიტომ არ მეშინია ოქტაგონში შესვლის, რა უნდა მომივიდეს ოქტაგონში?“-ამბობს თოფურია.

 

მსგავსი თემები