თელ ავივში სროლის შედეგად არიან დაშავებულები. შემთხვევა იაფაში, ერთ-ერთ რკინიგზის სადგურთან მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში, სულ მცირე, ორი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთი ავტომატით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელების გამოსახულებები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. წინასწარი ცნობებით, დაშავებულია, სულ მცირე, ათი ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.