ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში  აცხადებენ. საჰაერო განგაში ისმის მთელი ისრაელის მასშტაბით. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მანამდე, მედიაში ისრაელის მთავრობისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის უახლოეს საათებში ემზადება. ისრაელის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-სგან ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს.

ევროპის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ

მსგავსი თემები