ევროპის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ

  ნიდერლანდების ელჩმა ლიბანში, ფრანკ მოლენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დარჩენა საშიშია და მოქალაქეებს გამგზავრება ურჩია, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. მისივე თქმით, ჯერჯერობით ნიდერლანდები არ გეგმავს საევაკუაციო რეისის ორგანიზებას, რადგან ეს ჩაითვლება უკიდურეს ზომად, რომელსაც „მიმართავენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არაფრის გაკეთება აღარ არის შესაძლებელი“. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2 ოქტომბერს დანიშნა პირველი საევაკუაციო რეისი ლიბანიდან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება ლიბანში შეიძლება „სწრაფად გაუარესდეს“. „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახლავე გაემგზავროთ, რადგან შემდგომი ევაკუაცია შეიძლება არ იყოს გარანტირებული“ – განაცხადა ლემმა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, … ვრცლად ევროპის ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ