ირანი უახლოეს მომავალში ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით შეტევისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ, თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით, „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, არ კონკრეტდება ზუსტი თარიღიმ, თუ როდის განხორციელდება ისრაელზე თავდასხმა.
„ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ირანისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს“ – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი.