ჰოლანდიაში, მაასტრიხში, საქართველოს პირველი საკოლექციო, 8 000-ევროიანი ბანკნოტი დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კალიგრაფიის ასოციაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ლიმიტირებული გამოცემა, რომელიც 5 000 ერთეულისგან შედგება, ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით, კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა და დააფინანსა.
“საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო – ქვევრი, ქართული კალიგრაფია – სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“ -ნათქვამია ინფორმაციაში.