უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მისი სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, უმეროვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სტანისლავ გაიდერა, ალექსანდრე სერჰი და იური ჯიგირა. ასევე, თანამდებობას დაემშვიდობა ლუდმილა დარაგანი, რომელიც უწყებაში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

გაიდერა თავდაცვის მინისტრის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. დანარჩენი გათავისუფლებული ჩინოვნიკების ბედი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები