თურქეთში, სტამბულში, 26 წლის ცნობილი ბლოგერი კუბრა აიკუტი ტრაგიკულად დაიღუპა, ის მე-5 სართულიდან, საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდა. ინფორმაციას economictimes-ი ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი 2023 წელს, TIK-TOK-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გახდა პოპულარული, როცა საკუთარ თავზე დაქორწინდა.
26 წლის ბლოგერის გარდაცვალების ფაქტს პოლიცია იძიებს. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს, რომელზე დაყრდნობითაც ვარაუდობენ, რომ ქალი მაღალსართულიანი შენობიდან თვითონ გადმოხტა.