ტიკტოკზე პოპულარული თელაველი მარი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
მარის მისი მეგობარი ემოციურად ემშვიდობება:
,,როგორ უყვარდა ფოტოების გადაღება. ასე მგონია ხვალ დილით, ადრე მოვა და გამაღვიძებს. მოდი გთხოვ ჩემთან ხომ გიყვარვარ არ მიმატოვო დარჩი სულ ჩემთან იყავი ჩვენ ხომ ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ რატომ მიშვებ სად მიდიხარ. სულ არ გეცოდები. როცა ცუდად ვიყავი, როგორ ტიროდი. ოხ რავქნა არ ვიცი”, – წერს მარის მეგობარი.