“როდესაც პოლიციაზე შტურმი მიაქვთ, ცხადია, თავი უნდა დაიცვან, ამას კონკრეტული პირის ბრძანება არ სჭირდება”- გიორგი გახარია

“პოლიციელს, რომელზეც მიიტანეს შტურმი, თავი უნდა დაეცვა, ამას კონკრეტული პირის ბრძანება არ სჭირდება.” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ტელეწამყვანებთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის, – თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, საპასუხოდ განაცხადა.

“პასუხიმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. ყველა ბრძანებაზე ხელი პირადად მაქვს მოწერილი. ეს არის პროცედურული საკითხი, როდესაც იქმნება გეგმა კონკრეტული ღონისძიებების გასატარებლად, ამას ხელს აწერს მინისტრი. თუმცა როდესაც პოლიციაზე შტურმი მიაქვთ, მათ ცხადია, თავი უნდა დაიცვან და ამას კონკრეტული პირის ბრძანება არ სჭირდება” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

.

მსგავსი თემები