“ტყვიები, რომელიც აქციაზე გამოიყენეს, ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში” – შს მინისტრი

“ეს ტყვიები ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში და მას შემდგომ არსებობდა შეიარაღებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი”, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვან ჟურნალისტებთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც 20 ივნისის აქციაზე გამოყენებულ რეზინის ტყვიებს შეეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალური, ან ლეტალური შედეგის მომტანია, აქციაზე არ გამოუყენებიათ.

“არც ერთი რეზინის ტყვია, რომელიც აკრძალური, ან ლეტალურია, აქციაზე არ გამოუყენებიათ. თუმცა ფაქტი მაინც არის უაღრესად სამწუხარო და ამ ტყვიის პროტოკოლით გამოყენების ნაწილი არის გამოძიების საქმე.

რაც შეეხება ამ ტყვიების ყიდვას, ის ნაყიდია 2012 წლის აგვისტოში, და მას შემდგომ არსებობდა შეიარაღებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მას შემდგომ ეს ტყვიები შეძენილი არ ყოფილა,” – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები