,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და წერს, რომ ,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ”. მათივე ცნობით, შეხვედრისას ზურაბიშვილმა შტაინმაიერთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე. ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელოვნური ბარიერები ექმნება. ,,პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას. საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და … ვრცლად ,,გერმანიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია