“დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა” – მამუკა ბახტაძე

“7 წელია, ისინი ჩაიუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა.   ის, რაც ჩვენ ვიხილეთ 20 ივნისს,   იყო სრულიად მიუღებელი ქართველისთვის. ერისთვის, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იბრძვის თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი და ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები და პროტესტი ჩვენს მოქალქეებში და თითოეული ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ სიტუაცია, მთავრობა ძალიან სწრაფი რეაქცია ჰქონდა და ასამბლეა, რომელშიც გავრილოვი მონაწილეობდა, გაუქმდა.
„ჩვენ ამას მივეცით მაშინვე მკაცრი რეაგირება. ეს ასამბლეა იქნა შეწყვეტილი, დელეგაციამ კი საქართველო იმავე დღეს დატოვა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები