ხანძარია ოკუპირებულ აფხაზეთში – ცეცხლი გალის რაიონში მანდარინის პლანტაციას უკიდია

  ხანძარია ოკუპირებულ აფხაზეთში. ცეცხლი გალის რაიონში, სოფელ მახუნჯიასთან ახლოს მდებარე მანდარინის პლანტაციას უკიდია. არ არის გამორიცხული საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაციაც. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გათიშულია ელექტროენერგია. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ადამიანური რესურსის ნაკლებობა აფერხებს. ადგილობრივი და რუსული მედია წერს, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველთა დეფიციტია. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, ჯერჯერობით უცნობია.