ნიკა მელიას გირაო შეეფარდა

ნიკა მელია თავისუფალია – სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას თბილისში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზაციაში, ასევე ამ პროცესების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ბრალი წაუყენა.

26 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და სხვა დოკუმენტები, გირაოს თანხის დაფარვის შემდეგ, ის სავარაუდოდ, დაწესებულებას დატოვებს.

მსგავსი თემები