„არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება“- ჯოზეფ ბორელი

  „არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება“ – განაცხადა  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა. ეს განცხადება მან, ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული იერიშის შემდეგ გააკეთა. „ჩვენ ვცდილობთ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიური გზით მივაღწიოთ, მაგრამ როგორც ჩანს, არავის შეუძლია ნეთანიაჰუს შეჩერება, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე“ – განაცხადა ბორელმა. ბორელი ამბობს, რომ  ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე „ჰეზბოლა“ არ განადგურდება. „და თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის“ შემთხვევაში, მაშინ ჩვენ წინ დიდი ომი გვაქვს”, – ამბობს ევროკომისარი. ლიბანზე თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ სარაკეტო დანაყოფის მეთაური მოკლეს