ჯორჯიის შტატში შტორმმა 11 ადამიანი იმსხვერპლა

ჯორჯიის შტატში შტორმ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი ავრცელებს. სტიქიის შედეგად ათობით სახლია დაზიანებული, ბლოკირებულია 150-ზე მეტი ავტომაგისტრალი. შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ბრაიან კემპმა ათასი სამხედროს ჩართვის განკარგულება გასცა.

შტორმ „ჰელენს“ მსხვერპლი მოჰყვა სხვა შტატებშიც.

მსგავსი თემები