სამხრეთკორეელი ფერმერები ძაღლების ხორცისთვის გამრავლებაზე უარის თქმისთვის კომპენსაციას მიიღებენ

სამხრეთ კორეაში ფერმერები ძაღლების ხორცისთვის გამრავლებაზე უარის თქმისთვის კომპენსაციას მიიღებენ, რომლის საერთო ოდენობაც დაახლოებით 75 მილიონ დოლარს შეადგენს.

Reuters-ის ცნობით, ქვეყნის მთავრობამ ფერმერების საკუთრებაში დარჩენილი ცხოველების ევთანაზიაზე უარი თქვა და ახალი გეგმის მიხედვით, თითოეული ცხოველის სპეციალურ ორგანიზაციაში გადაცემისთვის ფერმერები დაახლოებით 170-450 დოლარს მიიღებენ. შემდეგ ძაღლებს თავშესაფრებში გადაანაწილებენ ან სახლებს უპოვიან.

არსებული ინფორმაციით, დღეს სამხრეთ კორეაში ძაღლების გამრავლების 1 500-მდე ფერმა და 200-ზე მეტი სასაკლაო ფუნქციონირებს, 2 300-მდე რესტორანი კი კლიენტებს ძაღლის ხორცისგან დამზადებულ კერძებს სთავაზობს.

2024 წლის იანვარში ქვეყნის პარლამენტმა ძაღლების მათი ხორცის გამო გამრავლება და დახოცვა აკრძალა, თუმცა კანონი ძალაში სრულად მხოლოდ 2027 წელს შევა ძალაში. ამის შემდეგ მის დამრღვევებს სამწლიანი პატიმრობა ან ფინანსური ჯარიმა დაემუქრებათ. ამასთან, ძაღლის ხორცის მოხმარება კვლავ ნებადართული რჩება.

მსგავსი თემები