,,ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომელთაც ქვეყნის სიყვარული და პატიოსნება აქვთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული სია წარმატებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება.

„ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებული არის წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი – მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები