მაშველებმა დიღომში, დაახლოებით, ოთხი-ხუთი მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დიღომში, კერძო ტერიტორიაზე, დაახლოებით, ოთხი-ხუთი მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს.

ძაღლის ჯიშის მახასიათებელების გათვალისწინებით, პატრონის მოძიების მიზნით, მაშველებმა ის თავშესაფარში გადაყვანეს.

დაკარგული პოინტერის მეტისი პატრონის გამოჩენას 10 დღის განმავლობაში დაელოდება. ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო მისთვის ახალი ოჯახის მოძიებაზე იზრუნებს.

მსგავსი თემები