ინდონეზიაში არალეგალური ოქროს საბადოს ჩამოშლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში უკანონო ოქროს საბადოს ჩამოშლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, საბადოს ჩამოშლის მიზეზი წვიმის სახით მოსული უხვი ნალექი გახდა, რამაც, თავის მხრივ, მეწყრული პროცესები განავითარა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მაშველებს შემთხვევის ადგილზე მისასვლელად რვა საათი დასჭირდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან, რომლებიც ოქროს შიშველი ხელებით მოიპოვებდნენ. საბადოში ჩამოშლის დროს 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 15 ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავდა, ხოლო შვიდი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მსგავსი თემები