,,სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე” – აშშ-ის საელჩო

სოხუმის დაცემიდან 31 წლისთავზე საქართველოში აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს დაღუპული გმირების ხსოვნას. გმირთა მემორიალთან დღეს აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი მივიდა.

,,დღეს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა, თუმცა ამ დამამუნჯებელი ტრაგედიის ხსოვნას დღემდე ცხადად ატარებს საქართველოს ათასობით მოქალაქე. მათ მსხვერპლსა და თავდადებას თქვენთან ერთად მივაგებთ პატივს”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ პოსტში.

მსგავსი თემები