პრეზიდენტმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ოცნების” მიერ მიღებულ ,,ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა, თუმცა თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, მსგავსი აქტი ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა.

,,საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდადებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ,,ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით 17 სექტემბერს დაამტკიცა.

მსგავსი თემები