ბეირუთში ,,ჰეზბოლას” საჰაერო ძალების მეთაურია ლიკვიდირებული

ისრაელის ძალების იერიშის შედეგად ბეირუთში ,,ჰეზბოლას” საჰაერო ძალების მეთაურია ლიკვიდირებული. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, სარური ხელმძღვანელობდა და მეთაურობდა უამრავ საჰაერო თავდასხმას ისრაელზე, მათ შორის დანაღმული უპილოტო თვითმფრინავებით და ფრთოსანი რაკეტებით.

ისრაელში აცხადებენ, რომ მოჰამედ სარური ხელმძღვანელობდა ,,ჰეზბოლას” უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას და დააფუძნა ადგილები ლიბანში, სადაც დაჯგუფებას უნდა ეწარმოებინა უპილოტო საფრენი აპარატები.

მსგავსი თემები