ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას უპასუხისმგებლო უწოდა.
,,ეს სრული უპასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, მსოფლიოში ეს ბევრმა, მათ შორის ჩინეთმაც ნათლად გამოხატა, როდესაც ბირთვული იარაღით ადრე იმუქრებოდა”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.