უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს ,,გამარჯვების გეგმა” გააცნო. აუდიენციაზე განიხილეს სამხედრო დაფინანსებასა და უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოება.
,,უკრაინასთან ვდგავართ ახლა და მომავალშიც ვიდგებით. ნება მომეცით, ვიყო მკაფიო. რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს”, – განაცხადა ბაიდენმა.
ზელენსკიმ ბაიდენს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მედიასთან გაკეთებული კომენტარების შემდეგ შეხვედრა ორ ლიდერს შორის დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ორ ლიდერს შორის უკვე მე-11 შეხვედრაა.