პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა

პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავდასხმის შემთხვევაში უნდა განიხილოს მოწინააღმდეგის მიმართ ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოა, თუმცა რუსეთისთვის კრიტიკულ საფრთხეს შექმნის.

ასევე, როდესაც ატომური იარაღის არმქონე სახელმწიფოს რუსეთზე დარტყმისთვის ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო დაეხმარება, ამას რუსეთი ახალი დოქტრინის მიხედვით, ერთობლივ თავდასხმად აღიქვამს. კრემლი იმავენაირად იმოქმედებს ბელარუსის შემთხვევაში, სახელმწიფოებს შორის არსებული შეთანხმების გამო.

,,დოკუმენტის განახლებული რედაქციით, რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ნებისმიერი ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოს მხრიდან, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს მიერ მონაწილეობის ან მხარდაჭერის შემთხვევაში შეთავაზებულია განვიხილოთ როგორც მათი ერთობლივი თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე.

ასევე, მკაფიოდაა დაფიქსირებული პირობები, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადავა. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ზებგერით და სხვა თვითმფრინავებს,” – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები