ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში თავის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდა. პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. ზელენსკიმ ბაიდენს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო.

,,მე შევხვდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოვხატე, რომელიც სიცოცხლის გადარჩენასა და უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში გვეხმარება.

მე მოვახსენე პრეზიდენტ ბაიდენს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ და წამოვწიე გამარჯვების გეგმა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მას დეტალურად განვიხილეთ ხვალ ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს.

ჩვენ ერთად მივიღეთ მონაწილეობა G7+-ის სპეციალურ შეხვედრაში უკრაინის რეკონსტრუქციაზე, სადაც 30-ზე მეტმა ქვეყანამ და EU-მა მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომელიც ფოკუსირებულია უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები