,,ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს” – პრეზიდენტი ,,ოცნების” ბანერებზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საქართველოს ქალაქებსაა შედარებული, სამარცხვინოს უწოდებს.

„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს. რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე.

მსგავსი თემები