დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 2 წლამდე გოგონა, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევრების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. უბედური შემთხვევის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მსგავსი თემები