,,ბოლო სამუშაო დღე მაქვს. არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო, დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა” – წულუკიანი

,,ბოლო სამუშაო დღე მაქვს. არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო, დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. რაც შეეხება ჩვენს ერთად მუშაობს, ამ 3 წლის განმავლობაში – თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა რა მაქვს მონიჭებული“, – თქვა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის პოსტზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. ,,ქართულმა ოცნებამ” ის საპარლამენტო სიის ათეულში წარადგინა.

მსგავსი თემები