ისრაელი ლიბანში ,,ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადება

,,ისრაელის სამხედროები ლიბანში ,,ჰეზბოლას” წინააღმდეგ სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

,,დღეს ,,ჰეზბოლამ” გააფართოვა სროლის დიაპაზონი. დღეს, მოგვიანებით ის მიიღებს ძალიან ძლიერ პასუხს. დღეს ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ თავდასხმას და ვაგრძელებთ მათზე დარტყმას ყველგან. მიზანი არის ძალიან მკაფიო, ჩრდილოეთის მცხოვრებლების უსაფრთხოდ დაბრუნება. ამისთვის ჩვენ ვამზადებთ სახმელეთო მანევრს. თქვენი სამხედრო ჩექმები შევა მტრის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ჰერცი ჰალევიმ.

შტაბის უფროსი მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო.

მსგავსი თემები