ამერიკაში მცხოვრები ქართველები ირაკლი კობახიძის ესკორტს ქუჩაში დახვდნენ და რუსეთის მონა უძახეს

ამერიკაში მცხოვრები ქართველები ირაკლი კობახიძის ესკორტს ქუჩაში დახვდნენ და კობახიძეს რუსეთის მონა უძახეს.

,,ირაკლი კობახიძის დელეგაცია გაიპარა. რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ავტომობილზე საქართველოს დროშაც კი მოხსნილი ჰქონდა. მონის შეძახილებით გავაცილეთ აქედან და მოვუწოდებთ მას და მის გუნდს: სასწუმროშიც მოვალთ და იქაც შეგამკობთ მაგ სიტყვებით, აეროპორტშიც მოვალთ და გაგაცილებთ, როგორც გეკადრებათ ისე.

ვინაიდან, ამერიკა არის თავისუფაი ხალხის ქვეყანა და ჩვენ აქედან ყველაფერს გავაკეთებთ 26 ოქტომბერს, რომ გაგიშვათ რუსულ სანაგვეზე. თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რომ საქართველოს სახელი შელახოთ და გააქროთ საერთოდ ორბიტიდან. ამის უფლებას კი ჩვენ თავისუფალი ქართველი ხალხი არ მოგცემთ”, – ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

მსგავსი თემები