“ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს”- ერდოღანი

“ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი, ჰიტლერის მსგავსად, კაცობრიობის ალიანსმა უნდა შეაჩეროს” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ  ისრაელის დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის აუცილებელია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმის შემუშავება.

„ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზა გახდა ბავშვებისა და ქალების მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაო. 17 000-ზე მეტი ბავშვი იყო ისრაელის ტყვიებისა და ბომბების სამიზნე. საერთაშორისო პრესის ორგანიზაციებო, ის ჟურნალისტები, რომლებიც ისრაელმა დახოცა და მათი ოფისები დაარბია, თქვენი კოლეგები არ არიან? გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო, რას ელოდებით, რომ თავიდან აიცილოთ ღაზის გენოციდი და თქვათ „შეაჩერე“ ამ ჩაგვრის და ამ ბარბაროსობის მიმართ? რას ელოდებით, რომ შეაჩეროთ ხოცვა-ჟლეტის ქსელი, რომელიც მთელ რეგიონს ომში ითრევს თავისი პოლიტიკური წარმატებისთვის? ისრაელის მთავრობა ახორციელებს ეთნიკურ წმენდას, აშკარა გენოციდს ერის წინააღმდეგ, რომელიც ვერ სარგებლობს ადამიანის ძირითადი უფლებებით და იკავებს მის მიწებს. როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის ალიანსმა 70 წლის წინ, ნეთანიაჰუ და მისი მკვლელობის ქსელი ასევე უნდა შეაჩეროს კაცობრიობის ალიანსმა. დამოუკიდებელი, სუვერენული და გეოგრაფიულად ერთიანი პალესტინის სახელმწიფოს დაარსება აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქით აღარ შეიძლება, გადაიდოს. როგორც ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ მუსლიმები გახდნენ სამიზნე მხოლოდ მათი რწმენის გამო, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ ანტისემიტიზმის”- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

მსგავსი თემები