“უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ”-ჯო ბაიდენი

  “უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა თავის მთავარ მიზანში. ის უკრაინის განადგურებას გეგმავდა, მაგრამ უკრაინა ჯერაც თავისუფალია. მას ნატოს შესუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო დიდია, უფრო ძლიერია, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე აქამდე” – განაცხადა ბაიდენმა.