თბილისის პროკურატურასთან 22 წლის ნიკა კოზანაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ, ისინი აცხადებენ, რომ ახალგაზრდა უკანონოდაა დაკავებული და საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.
პატიმარი ამბობს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დადებულ იარაღზე დნმ-ის ძალით გადატანა სცადეს. ის პროტესტის ნიშნად უკვე 40 დღეა შიმშილობს.