..საჯაროდ ცნობილია, რომ გიორგი კანდელაკი კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩაეშალა. ვინმეს უკვირს, რომ ის ახლა უკვე ენჯეოს ნიღბით ზუსტად იმავეს აკეთებს, რომ რამენაირად საქართველო დააზიანოს?”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც რამდენიმე ქართული „ენჯეოს“ მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის მოთხოვნას ეხებოდა.
„არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს არის გიორგი კანდელაკიც. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს ის ე.წ. ენჯეოშნიკია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. ყველას კარგად ახსოვს, თუ რას აკეთებდა ის, როდესაც უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო თავის დროზე, საჯაროდ ცნობილია, რომ ის კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, რომ რამენაირად ეს პროცესი ჩაეშალა.
ვინმეს უკვირს, რომ გიორგი კანდელაკი ახლა უკვე ენჯეოს ნიღბით ზუსტად იმავეს აკეთებს, რომ რამენაირად საქართველო დააზიანოს? – ეს არავის უკვირს. აბა რას იზამენ? ერთი რომ ჩვენებას აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ და ვიხილეთ ჩვენ ის სამარცხვინო პროცესი, როდესაც კონგრესმა ჩვენი მოქალაქეები ჩააყენა იმ მდგომარეობაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ.
ეს არ ვიცი, რომელ ამერიკელს მოეწონება, რომ საქართველოს პარლამენტში ამერიკის მოქალაქე დავიბაროთ და ამერიკის წინააღმდეგ მისცეს მან ჩვენებები. აქამდე ხომ არ უნდა დაიყვანო ის ორგანიზაცია, რომელიც შენი ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ ამ დაფინანსების გამო მზად არიან, ჩავიდნენ და ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული „ენჯეოების“ მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.