აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პატიმრები შეიწყალა, მათ შორის ქართველებიც

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პატიმარი შეიწყალა. შეწყალების აქტით საპატიმროს 634 პატიმარი დატოვებს. მათ შორის 11 საქართველოს მოქალაქეა.

პატიმრები ციხის დატოვებას დღეს დაიწყებენ. პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა ხელი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის უცხო ქვეყნის 39 მოქალაქეა. მათ შორის 11 საქართველოს მოქალაქე, 5 – ჩინეთის, ოთხ-ოთხი რუსეთისა და ირანის, სამ-სამი თურქეთისა და ბანგლადეშის, ორ-ორი თურქმენეთისა და ყაზახეთის და ასევე უზბეკეთის, კამერუნის, ინდოეთის, ავღანეთისა და უკრაინის მოქალაქეები. შეწყალებულებს შორის ასევე 12 ოპოზიციონერია.

მსგავსი თემები