,,ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს” – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოაინმა მის იტალიელ კოლეგასთან ანტონიო ტაიანისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

„მინისტრმა მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს ნათელი პოზიცია და პოლიტიკური ნება აქვს, რათა მოკლე ვადებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთის პირველმა დიპლომატმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სომხეთის ხედვა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობის პრინციპებისა და ეკონომიკური ურთიერთ დაკავშირებადობის ინიციატივების უპირობო პატივისცემას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები