“ფეხბურთელებისა და ოლიმპიელების წარმატებები, გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება საზოგადოებაში”- პრეზიდენტი

  პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ოლიმპიური ჩემპიონების წარმატებები გამოიყენა, საზოგადოებაში დაპირისპირების უფრო გასაღრმავებლად. ამის შესახებ, მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „ეს იქნება სტატუსის მიღება, ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატეტბი – ეს ყველაფერი იმის მაგივრად, რომ იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად. აქ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება საზოგადოებაში.  რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინა საარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს“- აღნიშნა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია არის “შიში და მუქარა”. „[ქართული … ვრცლად “ფეხბურთელებისა და ოლიმპიელების წარმატებები, გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება საზოგადოებაში”- პრეზიდენტი