„ოცნების“ პრორუსულობა ცხადია“- სალომე ზურაბიშვილი

  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პრორუსულია. ამის შესახებ, მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ გამომწვევ მომენტში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენ ვართ, გარდამტეხ მომენტში და ასეც უნდა დავინახოთ არა შიგადაშიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება “ოცნების” პოლიტიკა. ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს პრო აღარ არის, ეს არის რუსულობა. დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარი არის ამ ქვეყანაში. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა. აქა-იქ ფულის დარიგების გარდა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   “ამ ქვეყანაში მე და ჩემი ნაბადის პოლიტიკა დამთავრდა,დამთავრდა ბიძინასთან ერთად”- პრეზიდენტი