„ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ და დღეს აპირებენ გაერთიანებას“ – კობახიძე ხაზარაძე-გახარიაზე

 

„რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ,  ძალიან მძიმე ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას“ – აცხადებს პრემიერი.

მისი  თქმით, ასეთ უპრინციპო ადამიანების ერთობას ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა.

„რაც შეეხება ამ ორი ადამიანის, ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ რამეს – ერთი, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები.

მანამდე იყო ხაზარაძის და ელისაშვილის გაერთიანება, აქაც გახსოვთ, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიმე ადამიანი ასე შევაფასეთ და შემდეგ მოვიწვიეთ ჩვენთან გუნდში, ვერც ერთ ასეთ ფაქტს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ზოგადად, ოპოზიციას, ოპოზიციაში ათეულობით შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მოიხსენიებდნენ როგორც მოღალატეს, მატყუარას და ა.შ და შემდეგ დგებოდნენ ერთად, ერთ პოლიტიკურ პარტიაში“ – აცხადებს კობახიძე.

მსგავსი თემები