„ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა“ – პრემიერი პრეზიდენტზე

„როდესაც პრეზიდენტი ერთვება საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა,  კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე.

სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაშიარჩევნების შედეგებზე.

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ამას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებული აქვს ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პრემიერმა

მსგავსი თემები