,,თუ თქვენ ეძებთ მამაც პოლიტიკოსს, მას საქართველოში იპოვით!” – როთი ზურაბიშვილზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ის სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია.

,,თუ თქვენ ეძებთ მამაც პოლიტიკოსს, მას საქართველოში იპოვით! მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო ინტენსიური საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

ის ნამდვილი გმირია!”, – წერს მიხაილ როთი.

მსგავსი თემები